Monday, November 4, 2013

ჩინეთი


ჩინეთი მთელს მსოფლიოშია ცნობილია, როგორც ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა. ჩინეთში 1.3 მილიარდამდე ადამიანია. მდებარეობით ის აღმოსავლეთ აზიაშია. მისი  დედაქალაქი პეკინია, ხოლო ყველაზე დიდი ქალაქი შანხაი.


ძველად ჩინეთში მკაცრი კანონები და დასჯის მეთოდები  ჰქონდათ, რაც დღეს ჩინეთში მიუღებელია. მათი კულტურა მრავალფეროვანია.  უდიდესი ღირსშესანიშნაობაა ჩინეთის კედელი და ჩინური დამწერლობა. ჩინეთში ცივილაზიაციას საფუძველი  5000 წლის წინ ჩაეყარა. ჩინელებმა  დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს განვითარებაში. მათ გამოიგონეს ქაღალდი, ფაიფური, აბრეშუმი, კომპასი, ბეჭდვის ტექნოლოგია, ქაღალდის ფული და სხვა.

ძველად მათ მოჰყავდათ ბრინჯი და ამით ირჩენდნენ თავს. ახლაც აქვთ სპეციალური სათბურები, სადაც ზამთარსა და ზაფხულშიც მოჰყავთ ბრინჯი.

მათი გამორჩეული იმპერატორი ცინ შიჰუანდი იყო. სწორედ, მან გამოიგონა ჩინური დამწერლობა. შემდეგ ჩამოყალიბდნენ კონფუციანელები, რომლებსაც კონფუცი ხელმძღვანელობდა. კონფუცი ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ ფილოსოფოსი. იმპერატორები მას ებრძოდნენ, მაგრამ ვერაფერს უშავებდნენ. მისი ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი იყო.

ჩემი აზრით, კონფუცი მართალი იყო, რადგან ის ამბობდა, რომ ადამიანი უნდა ყოფილიყო თავისუფალი და არა იმპერატორის მონა. თანამედროვე ჩინეთს უკვე პრეზიდენტები მართავენ. დღევანდელი ჩინეთი ძალიან განსხვავდება   ძველისაგან. ჩინეთში ბევრი ნაგებობები თუ ცათამბრჯენებია, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩინეთის არქიტექტურა  დახვეწილი და თანამედროვეა.


მე-7 კლასი, დაჩი დათუაშვილი

No comments:

Post a Comment