Thursday, November 14, 2013

ჯვაროსნული ლაშქრობები


ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც ეწოდათ „ჯვაროსნები“.
საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა. ჯვაროსნულ ლაშქრობებს მხარი დაუჭირეს იტალიის ქალაქებმა ვენეციამ, გენუამ და პიზამ.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე[1].

    პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

      მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი საგრაფო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII და კონრად III, რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკიზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.
       
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) — წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა.

       
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბონიფაციუს I მონფერატი.
        
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1217-1221 წლებში.
    
  მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის ლაშქრობა 1228-1229 წლებში.
    
       
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა — საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ლაშქრობა 1248–1254 წლებში.
       
მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა
მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.

       
ჩემი აზრი ომებთან დაკავშირებით
ჩემი აზრით ომის მთავარი მიზეზი იყო არა წმინდა მიწის დაბრუნება , არამედ
სიმდიდირის ხელსი ჩაგდება. ამ   ფაქტს  ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა .მე პირადად
 დამნაშავედ   ურბან
II-ს  მივიჩ ნევ.
პირველ ჯვაროსნულ ომში
მონაწილეობდნენ, როგორც მხედრები ,ასევე გლეხებიც .
მაგრამ   მალე   მდგომარეობა შეიცვალა,მგლეხებს აუკძალეს
ბრძოლაში  მონაწილეობის    მიღება.  მე ვეთანხმები ამ აზრს.თუ არაა    გლეხი ,ვინ დაამუშავებს მიწებს? ვინ მოიყვანს მოსავალს ? ვინ არჩენს ოჯახს ?
 გლეხები სახელმწიფოსთის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდნენ ,ამიტომ
გლეხები მეორე ჯვაროსნულ ომში აგარ გვხვდება.
ვფიქრობ,  თავად  ჯარისკაცების  ინტერესშიც   არ   შედიოდა  გლეხების  მონაწილეობა,ვინაიდან უწევდათ ნადავლის   გაყოფა.
        ჩემი   აზრით,  ამ  ლაშქრობის         წამოწყებაც  და  გაგრზელებაც  უმიზნო და  დაუგეგმავი იყო.აკლდა  ორგანიზებულობაც და ნიზანდასახულობაც.ბევრი  რამ  ბუნდოვანი  იყო   თავიდანვე.რაც   ყველაზე   სამწუხაროა,მოყვა  ადამიანური,აუბაზღაურებელი  რესურსის  დიდი  დანაკარგი.                                                             



მე -8 კლასი,               

გიორგი  პაპუნაშვილი

No comments:

Post a Comment