Monday, November 4, 2013

ინდოეთი

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები
თანამედროვე ირანიდან აღმოსავლეთით ინდოსტანის ნახევარკუნძული მდებარეობს,რომელიც ინდოეთს უკავია.სამი მხრიდან ზღვებით გარშემორტყმული ინდოეთის ჩრდილოეთი საზღვარი ჰიმალაის მაღალი მთებია.აქ იღებენ სათავეს მდინარეები ინდი და განგი. ინდი ქვეყნის აღმოსავლეთით მიედინება. ისინი შენაკადებთან ერთად დიდ და ნოყიერ დაბლობებს წარმოქმნიან.მდინარე ინდისა და მისი ოთხი შენაკადით წარმოქმნილ ველს უძველესი დროიდან ხუთმდინარეთი ეწოდება.

ძველი ინდოეთის კულტურა
ინდოეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს.მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია თავისი კულტურის უდიდეს ნაწილს სწორედ ინდოეთისაგან ეზიარა,
შორეულ წარსულში ინდოეთს „ბრძენთა ქვეყანას“ უწოდებდნენ. ინდური კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა ადამიანის სულის სიღრმეში, მის შინაგან სამყაროში შეღწევა. ამის ნათელი მაგალითია ძველინდური ფილოსოფია და იოგას სისტემა.
ძვ.წ. VI საუკუნეში ინდოეთში ჩაისახა სამ მსოფლიო რელიგიათაგან უძველესი-ბუდიზმი. მისი ფუძემდებელი იყო შაკიების სავარეულოს ბელადის ვაჟი სიდჰართხა გაუტამა, რომელმაც 7 წლიანი ასკეტური ცხოვრების შედეგად, 40 წლის ასაკში გასხივოსნების მდგომარეობას მიაღწია და ბუდა ეწოდა.
ძვ.წ. 261 წელს აშოკის მმართველობის დროს ბუდიზმი ინდოეთში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა.
 ინდური კულტურის ფორმირების გზაზე ახალი ეტაპი ძვ. წ IV ასწლეულის ბოლო მეოთხედში დაიწყო, როდესაც ხელისუფლების სათავეში მაურიების დინასტია (321-185 წწ) მოვიდა. ამ მოვლენას წინ უძღოდა დასავლეთ ინდოეთის დაპყრობა ჯერ აქემენიანთა სპარსეთის, შემდეგ კი ალექსანდრე მაკედონელის მიერ ძვ.წ 326 წელს.
ძვ. ინდოეთის მხატვრულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი ლიტერატურას უჭირავს. საკუთრივ ინდური დამწერლობა კი ძვ.წ V საუკუნეში ჩაისახა. მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ ინდური დამწერლობა სემიტური დამწერლობის სისტემისაგან წაროიშვა.

III –IV საუკუნეებში ტამილანდში ფუნქციონირებდა უმაღლესი რანგის პოეზიის აკადემია, რომელსაც „სანგა“ ეწოდებოდა. აქ იკრიბებოდნენ პოეტები, დრამატურგები, გროვდებოდა საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები, იდგმებოდა დრამატული ნაწარმოებები და ა.შ.

უმთავრეს ლიტერატურულ წყაროს არიელთა პერიოდის სესახებ „ვედები“ წარმოადგენს, რომელიც არიელ დამპყრობლებს თან მოჰყვა ინდოეთში. ეს არის 4 ნაწილისაგან შემდგარი რელიგიური ტექსტების, ჰიმნების, სიმღერებისა და მაგიური ფორმულების კრებული.


სწორედ ვედების საშუალებით გახდა ცნობილი, რომ იმჟამინდელი ინდური საზოგადოება ოთხ კასტად, ანუ ვარნად დაიყო: 1.ბრაჰმანები, რომლებსაც ქურუმები შეადგენდნენ, 2. ქშატრიები-მეომრები და მოხელეები, 3. ვაიშები - ვაჭარ - ხელოსნები, მიწათმოქმედები, 4. შუდრები დაპყრობილი ტომების, მონების და უთვისტომოებისაგან შედგებოდა.
ახალ, ეპიკურ ეტაპზე (ძვ.წ პირველი ათასწლეული) ვედების რელიგიის ტრანსფორმაცია მოხდა ჯერ ბრაჰმანიზმად, შემდეგ ინდუიზმად.
ინდური კულტურის წარმოდგენა შეუძლებელია მუსიკის, ცეკვისა და თეატრის გარეშე, რომლებიც ორიგინალურადაა ერთმანეთთან შერწყმული.
რაც შეეხება ძველ ინდურ არქიტექტურას, ძირითადად ძვ. წ მესამე საუკუნეზე ადრინდელ არქიტექტურულ ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია, ამის მიზეზი ის არის რომ იმ პერიოდში მთავარ სამშენებლო მასალას ხე წარმოადგენდა.
ძვ. წ მესამე საუკუნიდან კი ძველმა ინდოელებმა ქვის გამოყენება დაიწყეს. უმტავრესი ძეგლები ინდოეთში ბუდას სახელს უკავშირდებოდა. ბუდისტურ საკულტო ნაგებობათა შორის გავრცელებული იყო გამოქვაბულთა ტაძრენი, ფილები და სვეტები ე.წ სტამბჰები.  
სპილო და ქათამი
ძველი ინდოეთი მოშინაურებული სპილოების პირველი სამშობლოა.მათი მოშინაურება რთული და ფათერაკებით სავსე, მაგრამ მეტად მომგებიანი იყო, რადგან სპილო დიდხანს ცოცხლობს და ადამიანთა ორ-სამ თაობას ემსახურება.
მუშა სპილოს გადაჰქონდა მოჭრილი ხეები, მორები, გადაჰყავდა ადამიანები. მეომარი სპილოს წინაშე კი უძლური იყო იმდროინდელი ნებისმიერი შეიარაღება. სპილო საშინელი ღრიალით შეიჭრებოდა და გადათელავდა ხოლმე მტრის ქვეით ცხენოსან ჯარს, საომარ ეტლებსა და კოშკებს.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძველმა ინდოელებმა, მსოფლიოში პირველებმა მოიშინაურეს ქათამი. თანამედროვე ქათმისა და მამლის წინაპარი დღესაც ამაყად დასეირნობს ინდოეთის ტყეებში. მამალი დედალზე უფრო დიდია, მკაფიოდაა შეფერილი და ყოველ განთიადს ყივილით ესალმება. ძველ დროში, ქათამთან ერთად, საქართველოში მობრძანებული მამალი ბუნებრივ მუსიკალურ ნიჭს თავისებურად ამჟღავნებს: რადგან ინდოეთის და ჩვენი დროის სარტყელი სხვადასხვაა, იგი თავისი ომახიანი შეძახილით განთიადს ორჯერ – ინდოეთისა და საქართველოს დროით ეგებება.
ინდური გაზაფხული (ჰოლის დღესასწაული)
ინდოეთი ,როგორც ფერადი ქვეყანა ,გაზაფხულიც მეტად ფერადი და მხიარული აქვს ამ ქვეყანას.ჰოლი არის სიყვარულის,ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული ინდოეთში ჰოლი- ყოველწლიური, პოპულარული, ინდური  ფესტივალია.გრძელდება ორი დღე- თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში.
 ამ დღესასწაულზე ამზადებენ განსაკუთრებულ სასმელს “ტანდაის”, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით მარიხუანას, მუსიკა კი ინდური ტრადიციული საკრავებით სრულდება.ჰოლი – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად რასისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა.
  

მე-7 კლასი, სოფო გიორგაძე 

No comments:

Post a Comment